მთავრობამ ახნას, რატომ ეთქვა პრეზიდენტს ევროპაში ვიზიტებზე უარი - ნინო დოლიძე
„სამართლიანია არჩევნების“ აღმასრულებელი დირექტორისთვის "ოცნების" გადაწყვეტილება პრეზიდენტის იმპიჩმენტის შესახებ გაუგებარია. ნინო დოლიძეს აინტერესებს, რატომ ეთქვა პრეზიდენტს ევროპაში ვიზიტებზე უარი. მისი თქმით, რპეზიდენტის იმპიჩმენტი საქართელოს ევროინტეგრაციასთან თანხვედრაში არ არის.
ეს ნაბიჯები, რასაც მმართველი პარტია ფიქრობს, რომ გადადგას, რა თქმა უნდა, ჩვენთვის არის გაუგებარი. პირიქით, ჩვენ ვითხოვდით, აეხსნათ მათ, რატომ უთხრეს პრეზიდენტს უარი, მთავრობამ რატომ უთხრა უარი ამ ვიზიტების გახორციელებაზე, ამიტომ, შესაძლოა, „ქართულმა ოცნებამ“ გააგრძელოს იმპიჩმენტის გზა, მაგრამ ეს არ იქნება თანხვედრაში საქართველოს ევროინტეგრაციის სწრაფვისკენ, - ამბობს ნინო დოლიძე.