საუბარია იმაზე, როგორი უნდა იყოს პირობების პაკეტი საქართველოსთვის - ხიდაშელი

08.09.23 15:16
საუბარია იმაზე, როგორი უნდა იყოს პირობების პაკეტი საქართველოსთვის - ხიდაშელი

თინა ხიდაშელი დარწმუნებულია, რომ ევროკომისიას საქართველოსთვის სტატუსის მიცემის საკითხი უკვე გადაწყვეტილი აქვს. ამის შესახებ ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა ჟურნალისტებთან ჯოზეფ ბორელთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც ხიდაშელი ამბობს, ახლა ევროკავშირში მსჯელობენ იმასთან დაკავშირებით, თუ რა პირობებით უნდა მისცენ ქვეყანას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი.

ევროკომისიას გადაწყვეტილება, ჩემი აზრით, მიღებული აქვს უკვე რამდენიმე თვეა, ვინაიდან ყველა შეხვედრაზე, რომელსაც ვმართავთ, ჩვენ მოვდივართ ოპტიმისტური გზავნილით, რომ კანდიდატის სტატუსს მივიღებთ, თუ - იმ პირობით, რომ საქართველოს ხელისუფლებამ წლის ბოლომდე მორიგი რუსული კანონისმაგვარი სიურპრიზი არ შესთავაზა ქვეყანას. აქ საუბარი არ არის იმაზე, სტატუსს მოგვცემენ თუ არა, აქ საუბარია პირობები რა უნდა იყოს იმ ვითარებაში, გამომდინარე რუსული და ჩინური საფრთხეებიდან, მზარდი გავლენებიდან, როგორი უნდა იყოს პირობების პაკეტი საქართველოსთვის,“ - ამბობს თინა ხიდაშელი.