არ არსებობს მიზეზი, რომელიც პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის უხეშად დარღვევას გაამართლებს - პაპუაშვილი
ევროკომისარის კრიტიკული განცხადებების შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარე სალომე ზურაბიშვილს ისევ კონსტიტუციის განზრახ უხეშ დარღვევაში ადანაშაულებს. შალვა პაპუაშილის თქმით, არ არსებობს მიზეზი, რომელიც პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევას გაამართლებს.
რაც შეეხება იმპიჩმენტს, იყო საუბარი იმაზე, რამდენად გააღრმავებდა ეს პოლარიზაციას პოლიტიკურ დებატებში, ამაზე იყო საუბარი, მაგრამ კიდევ ერთხელ, იქაც ვთქვი, არ არსებობს მიზეზი, რაც არ უნდა მიზეზი იყოს ეს, რომ გაამართლოს კონსტიტუციის განზრახი, უხეში დარღვევა. არ არსებობს ასეთი მიზეზი. ქართველმა ხალხმა დააწესა ეს წესი, რითაც უნდა იხელმძღვანელოს ყველა ხელისუფლებამ, - ამბობს პაპუაშვილი.