საქართველო ისევ შეძრა სტიქიურმა უბედურებამ - კახა კალაძე
გურიაში სტიქიის შედეგად დატრიალებულ ტრაგედიას დედაქალაქის მერი სოციალურ ქსელში ეხმიანება. კახა კალაძე გარდაცვლილათა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.
საქართველო ისევ შეძრა სტიქიურმა უბედურებამ - გურიის რეგიონში ძლიერი წვიმის შედეგად ჩამოწოლილ მეწყერს ადამიანთა სიცოცხლე შეეწირა.
მთელი გულით ვიზიარებ სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახის წევრების, ახლობლების, მთელი საქართველოს გულისტკივილს.
სტიქიის ზონაში მობილიზებულია ყველა სახელმწიფო უწყება, მიმდინარეობს სამაშველო სამუშაოები, - წერს კალაძე სოციალურ ქსელში.
გურიაში სტიქიის შედეგად სოფლები დაიტბორა, რამდენიმე ადგილზე მეწყრული პროცესებია გააქტიურებული. სტიქიას ორი მოქალაქე ემსხვერპლა, ერთის სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.