სუფსაში დატბორილია 100-მდე ოჯახი, ერთი ადგილია, სადაც ორი მოსახლეა მოწყვეტილი - ია მოქია
„ათობით ადამიანი გამოყვანილია, ვისაც აქვთ პრობლემა , ვცდილობთ, რომ სწრაფი რეაგირებით მოხდეს უსაფრთხო ადგილას გადაყვანა, მათ შორის არიან ბავშვები, რომლებიც ნავებით გამოიყვანეს,“ - ეს განცხადება ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ გააკეთა.
როგორც ია მოქია „დღის ამბებში“ ამბობს, უხვი ნალექისა და მდინარე სუფსას ადიდების გამო 100-მდე ოჯახი დაიტბორა.
სუფსაში მთელი ღამის მანძილზე უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა - დატბორილია 100-მდე ოჯახი უხვი ნალექის გამო. სამაშველო სამსახურები მუშაობენ, გამოყვანილები არიან ბავშვები.
სუფსა ძირითადად ჭაობიანია და ხშირად გვაქვს პრობლემები მდინარე სუფსის ადიდებასთან დაკავშირებით, ამ წუთას, რაც არის სტიქია არის მდინარე სუფსის ადიდებისა და უხვი ნალექის გამოა გამოწვეული, რომლის თავიდან არიდება ვერც სანიაღვრე არხით და ვერანაირად იქნებოდა არიდებული. ელექტროენერგია სუფსაში არ მოგვეწოდება.
ველოდები ტრაქტორს, წამოსულია, გზა არის გასაწმენდი. ერთი ადგილია, სადაც ორი მოსახლეა მოწყვეტილი, რეაგირება მოხდება და გაიწმინდება, ვეკონტაქტებით ქალბატონს,“ - ამბობს ია მოქია.