სახიფათო რამ დავინახე - პრემიერმა თქვა, რომ ჩვენ გავაკეთეთ მაქსიმუმი, ანუ მეტი არაფერი არ შემიძლია - ბესელია

08.09.23 16:26
სახიფათო რამ დავინახე - პრემიერმა თქვა, რომ ჩვენ გავაკეთეთ მაქსიმუმი, ანუ მეტი არაფერი არ შემიძლია - ბესელია

"დღევანდელი ამ ვიზიტით, სახიფათო რამ დავინახე - პრემიერმა თქვა, რომ ჩვენ გავაკეთეთ მაქსიმუმი. ანუ თუ ამბობ, რომ მე მაქსიმუმი გავაკეთე, მეტი არაფერი არ შემიძლია, ან არ მინდა, მაშინ, როცა გეუბნებიან, რომ 12-დან 9 პუნქტი შესასრულებელია, ძალიან არაოპტიმისტურად ჩანს სურათი," - ეს განცხადება ეკა ბესელიამ გააკეთა.

ეკა ბესელიას თქმით, ბორელს დღეს პრემიერმა ღარიბაშვილმა პირდაპირ უთხრა, რომ მთავრობას მეტის გაკეთების სურვილი არ აქვს. 

რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს, არის თუ არა პრეზიდენტის ევროპული ტურნე ივანიშვილის გეგმის ნაწილი, ბესელია ამბობს, რომ ის კარგად იცნობს სალომე ზურაბიშვილს და დარწმუნებულია, რომ ის დამოუკიდებლად მოქმედებს.

ხომ პირიქით უნდა იყოს, თუ მართლა გინდა, რომ ამ ოჯახში მიიღონ ქვეყანა, შენ რომ ამ ქვეყნის მთავრობის ხელმძღვანელი ხარ - უნდა თქვა, რომ ამ დარჩენილ დროში გავაკეთებთ ყველაფერს, ამის თქვა ასე რთულია? მსხვერპლის როლში კი არ წარმოაჩენს თავს, კრიტიკის მიღება არ უნდათ, პასუხისმგებლობის აღება არ უნდათ, ამ საყვედურს არ იღებენ, რომ გაფუჭდა შესაძლებლობა იქამდე, როცა ვერ მივიღეთ კანდიდატის სტატუსი და თუ ამ დარჩენილ დროში საქართველო დაკარგავს, ეს არავის ბრალი არ იქნება, გარდა იმ პარლამენტისა და მთავრობის, რომელიც ევროპული სტანდარტების საწინააღმდეგო ნაბიჯებს დგამს. თავი დაანებონ ამ უაზრო იმპიჩმენტის პროცედურას, რომელიც არაფრის მომცემი არაა, მათივე დაზიანების გარდა,“ - ამბობს ბესელია.