პრეზიდენტს ბოლოს რომ ვესაუბრე, საერთოდ არ ფიქრობს იმპიჩმენტზე. ვიცი, რომ არ აქვს კონტაქტი ივანიშვილთან - ბესელია

08.09.23 16:31
პრეზიდენტს ბოლოს რომ ვესაუბრე, საერთოდ არ ფიქრობს იმპიჩმენტზე. ვიცი, რომ არ აქვს კონტაქტი ივანიშვილთან - ბესელია

„ვიცი, რომ მას არ აქვს კონტაქტი ივანიშვილთან,“ - ეს განცხადება ეკა ბესელიამ გააკეთა.
როგორც ეკა ბესელია ამბობს, სალომე ზურაბიშვილი დამოუკიდებლად მოქმედებს და ის ივანიშვილისგან თანხმობას არ ელოდება.

როგორც ბესელია ამბობს, სალომე ზურაბიშვილი თავისი პრეზიდენტობის ვადას გამოიყენებს იმისთვის, რომ ქვეყანა ევროკავშირს კიდევ უფრო მეტად დაუახლოვდეს. 

ბოლოს რომ ვესაუბრე, საერთოდ არ ფიქრობს იმპიჩმენტზე. ერთადერთი აწუხებს, რომ ქვეყანა ძალიან უხერხულად ჩანს გარეთ. ეს ფორმა, პრეზიდენტი, რომ აგრძელებს ვიზიტებს და გააგრძელებს - კონსტიტუციას კი არ არღვევს, იცავს. არღვევს ის, ვინც არ აძლევს თანხმობას. თუ არ აძლევ თანხმობას, უნდა ახსნა, რატომ არ უშვებ,“ - ამბობს ბესელია.