უსამართლობაა, რომ დღეს შენ ხარ პრემიერ-მინისტრი - ვაშაძე ღარიბაშვილს
უსამართლობაა, რომ დღეს შენ ხარ პრემიერ-მინისტრი - ასე მიმართა "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრმა გიორგი ვაშაძემ ირაკლი ღარიბაშვილს ჯოზეფ ბორელთან გაკეთებული განცხადებების შემდეგ.
საგანებოდ გამართულ ბრიფინგზე ვაშაძემ თქვა, რომ ევროკავშირთან საჯარო საბოტაჟშია "ქართული ოცნების" ხელისუფლება.
ღია და დაუფარავი საბოტაჟი ევროინტეგრაციის გზის, საქართველოს პრემიერმინისტრად წოდებული ირაკლი ღარიბაშვილის მხრიდან. წარმოუდგენელია, რასაც ვხედავთ. სადამდე დაეცით ხალხო, რა დღეში ხართ. ასეთი კონსენსუსი ევროპის მხრიდან, რომ საქართველო უნდათ იხილონ ევროკავშირის მხრიდან და ასეთი ანტიქართული ქმედება, რასაც თქვენ სჩადიხართ. ნუთუ დარჩა ვინმე საქართველოში, ვინც ფიქრობს, რომ ამ ადამიანებს უნდათ საქართველო შეიყვანონ ევროკავშირში. ეს ხომ პირდაპირ რუსული დავალების შესრულებაა, რასაც ირაკლი ღარიბაშვილი აკეთებს. უსამართლობაზე რომ საუბრობთ, თუ რამეა უსამართლო, ის არის, რომ შენ ხარ დღეს პრემიერ-მინისტრი. უსამართლოა, რომ ქართული ოცნება არის იმ საქართველოს პოლიტიკური მმართველი ძალა, რომლის მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას უნდა ევროკავშირის წევრობა. ასე ახლოს ჩვენთვის ეს შესაძლებლობა არ ყოფილა, ამას გეუბნებათ ბატონი ბორელი. წარმოგიდგენიათ ხალხო, საჯაროდ რომ ასეთ საბოტაჟში არიან, რას აკეთებენ დახურულ კარს მიღმა? სამარცხვინოები და ანტიქართველები ხართ, რუსული ინტერესების გამტარებლები ხართ. რას სჩადიხართ საერთოდ. მთავარი გზავნილი ბატონი ბორელის მხრიდან - საქართველოს ევროკავშირი არ მიატოვებს. ჩემო კარგებო, დეკემბერში რაც არ უნდა იყოს გადაწყვეტილება, ერთი რამ უნდა ვიცოდეთ, ხელისუფლებიდან ვუშვებთ "ქართულ ოცნებას", ვატარებთ ყველა რეფორმას რაც გვჭირდება და ვხდებით ევროკავშირის წევრი". - განაცხადა ვაშაძემ.