ორჯერ მოხდა შემთხვევა, ბორელმა რომ გააჩერა, ელჩი უთარგმნიდა „ქართული ოცნების“ სიტყვებს - რაქვიაშვილი

08.09.23 17:06
ორჯერ მოხდა შემთხვევა, ბორელმა რომ გააჩერა, ელჩი უთარგმნიდა „ქართული ოცნების“ სიტყვებს - რაქვიაშვილი

"ორჯერ მოხდა შემთხვევა, ბორელმა რომ გააჩერა, ელჩი უთარგმნიდა „ქართული ოცნების“ სიტყვებს, მგონი, ძალიან უხერხული სიტუაცია იყო," - ეს განცხდება "გირჩის" წევრმა სანდრო რაქვიაშვილმა გააკეთა.

როგორც სანდრო რაქვიაშვილი "დღის ამებებთან" ყვება, ბორელთან შეხვედრის დროს "ქართული ოცნების" დეპუტატები ისეთ საკითხებზე საუბრობდნენ, რომ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ვერ მიხვდა მათ პრეტენზიებს. რა დროსაც მოლაპარაკებები შეჩერდა და ევროკავშირის ელჩმა სცადა ბორელისთვის იმის ახსნა, რას გულისხმობდნენ "ქართული ოცნების" დეპუტატები თავის განცხადებებში. 

პრეტენზია ჰქონდათ ბორელთან მათ შორის იმაზე, რომ ევროპარლამენტარები განცხადებებს აკეთებენო და იმდენად ვერ გაიგო ბორელმა ეს პრეტენზია, რომ ელჩმა ცალკე აუხსნა, ანუ შეწყდა ამ მომენტში მოლაპარაკება და ელჩი უხსნიდა ბორელს, რას გულისხმობდნენ. ჩვენ რა შუაში ვართო, დაახლოებით, ეს პასუხი მიღეს, იმდენად არაადეკვატური იყო სიტუაცია.

მეორე მაგალითსაც მოგიყვანთ, ოპოზიციონერები რომ ლაპარაკობდნენ, ევროპელები იწერდნენ, მერე კომენტარი რომ გაეკეთებინათ. "ქართული ოცნების" დეპუტატების საუბრის დროს გაოგნებულები იყურებოდნენ, წარმოიდგინეთ ისეთ რაღაცებს ამბობდნენ, რომ ჩაწერას აზრი არ ჰქონდა, ვერ ხვდებოდნენ, რას ელაპარაკებოდნენ, ორჯერ მოხდა შემთხვევა, ბორელმა რომ გააჩერა, ელჩი უთარგმნიდა „ქართული ოცნების“ სიტყვებს, მგონი, ძალიან უხერხული სიტუაცია იყო,“ - ამბობს რაქვიაშვილი.