ღარიბაშვილისა და ბორელის შეხვედრა - რა ქვეტექსტი დაინახა პრემიერის განცხადებაში მიხეილ სააკაშვილმა
"ღარიბაშვილის მიერ ბორელთან საერთო ბრიფინგის დროს გაკეთებული განცხადების შინაარსი არის შემდეგი: ‘’რუსეთის დავალებით ყველაფერს ვაკეთებთ და გავაკეთებთ, რათა არ მივიღოთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი" - ამ განცხადებას საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ავრცელებს.
მიხეილ სააკაშვილის შეფასებით, "ქართული ოცნების" ხელისუფლებას გეზი რუსეთისკენ აქვს.
პირველ რიგში, მინდა სამძიმარი გამოვუცხადო გურიაში სტიქიის დროს დაღუპულების ოჯახის წევრებს.
ღარიბაშვილის მიერ ბორელთან საერთო ბრიფინგის დროს გაკეთებული განცხადების შინაარსი არის შემდეგი: ‘’რუსეთის დავალებით ყველაფერს ვაკეთებთ და გავაკეთებთ, რათა არ მივიღოთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი’’.მიზანი ზუსტად ესაა: მან და მისმა შვილმა კერძო თვითმფრინავით იფრინონ ამერიკულ უნივერსიტეტებში და დანარჩენ ქართველ ახალგაზრდებს ევროპულ უნივერსიტეტებში სწავლის შესაძლებლობა სრულად შეუზღუდოს.
ალტერნატივაც უკვე შემოგვთავაზეს
- რუსულ უნივერსიტეტებში ქართველებისთვის სწავლა უფასო გახდა," - წერია მიხეილ სააკაშვილის განცხადებაში.