კარგი შეხვედრა ზურაბიშვილთან, საქართველოს ევროკავშირისკენ გზასა და რეგიონში უსაფრთხოების ვითარებაზე - ბორელი
"კარგი შეხვედრა სალომე ზურაბიშვილთან, საქართველოს ევროკავშირისკენ გზასა და რეგიონში უსაფრთხოების ვითარებაზე", - ამ სიტყვებით აფასებს საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრას უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი.
ჯოზეფ ბორელი ტვიტერზე წერს, რომ ევროკავშირი ძლიერ სახელმწიფო ინსტიტუტებს მხარს უჭერს.
კარგი შეხვედრა სალომე ზურაბიშვილთან, საქართველოს ევროკავშირისკენ გზასა და რეგიონში უსაფრთხოების ვითარებაზე. საქართველო ჩვენი მტკიცე პატრნიორია. ჩვენ მხარს ვუჭერთ ძლიერ ინსტიტუტებს, რომლებიც ერთად მუშაობენ ევროკავშირის მომავლისკენ პროგრესის მისაღწევად", - წერს ჯოზეფ ბორელი.