პრეზიდენტი: უნდა დავფიქრდეთ, ტრაგიკული მოვლენები შემთხვევითობაა თუ მოუმზადებლობის და გულგრილობის შედეგი

09.09.23 10:56
პრეზიდენტი: უნდა დავფიქრდეთ, ტრაგიკული მოვლენები შემთხვევითობაა თუ მოუმზადებლობის და გულგრილობის შედეგი

უნდა დავფიქრდეთ, ტრაგიკული მოვლენები შემთხვევითობაა, თუ მოუმზადებლობის და გულგრილობის შედეგი, - ამ სიტყვებით ეხმიანება სალომე ზურაბიშვილი 8 სექტემბრის მძიმე მოვლენებს. პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს, რომ დაფიქრების ნაცვლად, ისევ ბოღმა, სიძლვილი და ერთმანეთის გაუტანლობაა. 

მძიმე დღეღამე დაგვიდგა: გურიაში სტიქიის ზონაში დაღუპული ბავშვები და კიდევ ერთი სიტყვის მიღმა დარჩენილი ტრაგედია! სამძიმარს ვუცხადებ ოჯახებს, ახლობლებს, და ჩვენ საზოგადოებას. 
არქივში გაჩენილი ხანძარი სხვა კუთხით მტკივნეულ იარებს აღვივებს - წარსულისა და მეხსიერების დაკარგვის შიშს აჩენს ჩვენში.
ამ დროს კი როცა გვჭირდება  ყველაზე მეტად დაფიქრება იმაზე, თუ რამდენად ეს ტრაგიკული მოვლენები შემთხვევითობას მიეკუთნება, თუ პირიქით ეს ყველაფერი ჩვენ საქციელს, მოუმზადებლობას,  ქვეყნისა  და ადამიანების მიმართ გულგრილობის შედეგია … ვაგრძელებთ ძველებურად- ბოღმა, სიძულვილი, ერთმანეთის გაუტანლობა!, -  წერს სალომე ზურაბიშვილი.