ახალი სკანდალი ენმ-ში - ახალციხის საკრებულოს დეპუტატებმა ფრაქცია დატოვეს
ახალი სკანდალი "ნაციონალურ მოძრაობაში" - ბუნტმა ახალციხეში იფეთქა. საკრებულოს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ფრაქცია სრული შემადგენლობით დატოვეს. მიზეზი, წინა შემთხვევების მსგავსად, აქაც ახალ მენეჯმენტს უკავშირდება. ლევან ხაბეიშვილს ისევ რეპრესიებში აადანაშაულებენ.
ენმ-ს წევრები ამბობენ, რომ ხაბეიშვილის ბორდისს წევრებს ახალციხის რაიონულ ორგანიზაცისთან ნულოვანი კომუნიკაცია ჰქონდათ, მეტიც, როგორც ირკვევაა, არასასურველ პოლიტიკოსებს არცერთ საჯარო ღონისძიებაზე პარტიის სახელით არ ეპატიჟებოდნენ. ამბობენ, რომ მიზეზი ნიკა მელიას მხარდაჭერაა.
ახალციხის ორგანიზაციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ პროტესტი სხვა რაიონებშიც არსებობს და გამორიცხული არ არის, რომ უახლოეს დღეებში მსგავის ფაქტი იქაც მოხდეს.
ჩვენი გუნდის სახელით მინა გავაკეთო შემდეგი განცხადება. მოგეხსენებათ, 7 თვის უკან პარტია ენმ-ში ჩატარდა თავმჯდომარის არჩევნები, რის შედეგადაც გახორციელდა მენჯმენტის ცვლილება. არსებული 7 თვის განმავლობაში ახალციხეში არსებულ ფრაქცია ენმ-თან არანაირი კომუნიკაცია არ შემდგარა ახალი მენჯმენტიდან ჩვენი განსხვავებული პოზიციების გამო. მივიღეთ გადაწყვეტილება, დავტოვოთ ფრაქცია ენმ და გადავიდეთ დამოუკიდებელ დეპუტატებად, სადაც ასევე გავაგრძელენბთ ჩვენი მხარდამჭერების და ამომრჩევლების ნებას, პროდასავლური საქართელოს შენების კურსით, - განაცხადა დავით ახალკაცმა.
განმარტებების მოსმენას "პირველები" ლევან ხაბეიშვილის გუნდის წევრებისგან შეეცადა, თუმცა ჯერჯერობით არცერთ მათგანმა განცხადება არ გააკეთა. ამბობენ, რომ კომენტარს მოგვიანებით გააკეთებენ.