მივმართავ პრეზიდენტს, მოითხოვოს ევროკავშირისგან ივანიშვილის დასანქცირება - ნათელაშვილი

09.09.23 14:14
მივმართავ პრეზიდენტს, მოითხოვოს ევროკავშირისგან ივანიშვილის დასანქცირება - ნათელაშვილი

"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი  საქართველოს პრეზიდენტს მოუწოდებს, ევროკავსირს ივანიშვილის დასანქცირების მოთხოვნით მიმართოს. ამის შესახებ შალვა ნათელაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა, სადაც საქართელოში ევროკომისარის ვიზიტი შეაფასა. 

ნატელაშვილი მიიჩნევს, რომ ივანიშვილთან ერთად "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნებიც უნდა დასანქცირდნენ. 

უპირველესად, მინდა გამოვხატო უდიდესი სამძიმარი დასავლეთ საქართველოში წყალდიდობის შედეგად დატრიალებული მორიგი ტრაგედიის გამო. სამწუხაროა, ეს, რაც ხდება. ახალგზრდები, ადმაიანები ეწირებიან. ამ წუთში ერთადერთი კითხვას მაწუხებს, სად წავიდა წყალსადინარი არხების გასაწმენდად გამოყოფილი ასეულობით მილიონი, რომლითაც ახალი პანამის არხი გაიჭრებოდა? ამ და ყველა სხვა კითხვაზე აუცილებლად გასცემენ პასუხს ძალიან მალე ისინი, ვისაც ეს ეხება ან ეხებოდა.

გუშინდელმა ევროკავსირის უმაღლესი წარმომადგენლის ვიზიტმა საქართველოში კიევ ერთხელ დაანახა ქვეყნიერებასა და ევროპას, რომ ივანიშვილი მოსკოვის დავალებით არ აპირებს მიტაცებული ძალაუფლების დათმობას, რის შედეგადაც საქართველო მოსკოვის ორბიტის გარეთ, რა თქმა უნდა, ვერ გავითარდება. ყველაფერ ამას სჭირდება სწორი დასკვნები, პირველ რიგში, ჩვენიდა და მეორე რიგში, ჩვენი მეგობარი ევროკავშირიდან. დასკვნები გამოიხატება შემდეგში: 

დაუყოვნებლივი სანქციები ივანიშვილის, მისი მინისტრების, დეპუტატების, ამ კატეგორიის ადამიანებისთვის უძრავ-მოძრავი ქონების ჩამორთმევა ევროსივრცესა და მთელ მსოფლიოში, საბანკო ანგარიშების გაყინვა და ნაციონალიზაცია დაგროვილი უკანონო შემოსავლების, სავიზო შეზღუდვები ამ ადამიანებისა და მათი ოჯახის წევრების მიმართ. 
 

მივმართავ პრეზიდენტ ზურაბიშვილს, თუ სურვილი აქვს, ხალხმა დაიჯეროს, რომ ეს იმპიჩმენტობანა დადგმული, შეთხნმებული სპექტაკლი არ არის მასსა და ოლიგარქს შორის, დაუყოვნბლივ მოითხოვოს ევროკავსირისგან ბიძინა ივანიშვილის სანქცირება მისთის ევროკავშირის  უკანონოდ მოპოვებული მოქალაქეობის ჩამორთმევის ჩათვლით. აი, მხოლოდ რადიკალური ღონისძიებები აიძლებს ოლიგარქს, დათმოს ხელისუფლება, ხოლო ევროკავშირის უპირველესი მოტხოვან დეოლიგარქიზაცია, რა თქმა უნდა, ნიშნავს მხოლოდა მხოლოდ ივანიშვილის წასვლას თავისი მმართველი პარტიიტ პოლიტიკური ასპარეზიდან და ახალ, ვადამდელ არჩევნებს, - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.