"უადგილო თავხედობა და პოლიტიკური შანტაჟი" - თამაზ დათუნაშვილი პრემიერზე
"პოლიტიკური თავხედობა და საბოტაჟი საკუთარ ქვეყანას" - ასე აფასებს "ლელოს" წევრი თამაზ დათუნაშვილი ირაკლი ღარიბაშვილის მუქარანარევ ტონს ჯოზეფ ბორელთან შეხვედრისას. ოპოზიციის წევრის თქმით, ღარიბაშვილმა საკუთარი მუქარით და შანტაჟის ენით ევროკომისარს, ფაქტობრივად, პირდაპირ უთხრა, რომ თუ არ იქნება სტატუსი, საქართელოს ხელისუფლებაა პოლიტიკურ ორიენტირს შეიცვლის.
ჩვენ ვიხილეთ საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო ურთიერთობა საქართველოს პირველ პირსა და ჩვენს ევროპელ პარტნიორებს შორის. ჩვენ გუშინ ვიხილეთ საბოტაჟს ღია და პირდაპირი მცდელობა საქართელოს პრემიერის მხრიდან. აბსოლუტურად უადგილო თავხედობა პოლიტიკური, რომელიც მან გამოიჩინა, რომელიც პირდაპირ შეიცავდა პოლიტიკური შანტაჟის ელემენტებს.ის ეუბნებოდა ბორელს და ბორელის სახელით ეუბნებოდა ყველა ჩვენს დასავლელ პარტნიორს, რომ თუ მათ არ მისცემენ სტატუსს, ისინი ფიფქრებენ, გარკვეულწილად, გეოპოლიტიკური კურსის ცვლილებაზე, - ამბობს დათუნაშვილი.