კობახიძე პრეზიდენტად?! - რა გეგმა აქვს "ქართულ ოცნებას"

09.09.23 21:14
კობახიძე პრეზიდენტად?! - რა გეგმა აქვს "ქართულ ოცნებას"

ურჩი მარგველაშვილისა და ურჩი ზურაბიშვილის შემდეგ, ცდილობს თუ არა ბიძინა ივანიშვილი ორბელიანის სასახლე მისთვის ყველაზე მორჩილ კაცს ჩააბაროს? - "ქართულმა ოცნებამ" პრეზიდენტის გადადების პროცესი დაიწყო.

დეპუტატი ბეჟან წაქაძე "შაბათის ეთერს" ეუბნება, რომ კითხვები რატომ უნდა გადააყენონ სალომე ზურაბიშვილი უმრავლესობის სხდომაზე ორშაბათსაც დაისვა, "ოცნების" დეპუტატებს თურმე ირაკლი კობახიძე არწმუნებდა, რომ პრეზიდენტი აუცილებლად გადასაყენებელია რადგან მან კონსტიტუცია პირველად არ დაარღვია.

არადა ირაკლი კობახიძე გვიმტკიცებს, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტი მხოლოდ მისი იდეა არ ყოფილა და სალომე ზურაბიშვილის გადაყენება ყველამ ერთად მოიფიქრა.

ახლა თითქოს არარეალისტურად ჩანს, რომ "ქართლი ოცნება" 100 ხმას მოაგროვებს და პრეზიდენტს გადააყენებს, თუმცა ეს გეგმა არარეალურად თავად კობახიძის გუნდს არ ეჩვენება.

84 გარანტირებული ხმა ოცნებას უკვე აქვს - ამას ემატება ფრიდონ ინჯიას გუნდის 4 ხმა. 12 დეპუტატი "ქართულმა ოცნებამ" ოპოზიციიდან უნდა გადაიბიროს. შემთხვევით "ოცნების" ინტერესების სასრბოლოდ ხმის მიცემის პრაქტიკად პარლამენტში უკვე უკვე არის.

ვადის ამოწურვამდე ერთი წლით ადრე იმ დეპუტატების გადაბირება, ვინც იცის, რომ პარტია საპარლამენტო სიაში აღარ ჩასვამს მმართველი პარტიის პოლიტიკური გეგმის ნაწილია.

ინფორმატორი "ქართული ოცნებიდან" შაბათის ეთერს უყვება, რომ თუ ზურაბიშვილს გადააყენებენ, კობახიძის გაპრეზიდენტება "ოცნებისთვის" ყველაზე ნაკლები პრობლემაა, რადგან შემდეგ პრეზიდენტს პირდაპირი წესით საქართველოს მოქალაქეები აღარ აირჩევენ - მომავალი პრეზიდენტმა 300 ხმოსანმა უნდა აირჩიოს, რომელთა დიდი ნაწილი ოცნების წევრი და მხარდამჭერია.

სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ, სარჩელი ირაკლი კობახიძემ უკვე დაწერა და საკონსტიტუციო სასამართლოში მომავალ კვირას შევა. მაგრამ არავინ იცის, რას აპირებს პრეზიდენტი ? კონსტიტუციის 74-ე მუხლის დარღვევისთვის ზურაბიშვილს შეუძლია, უჩივლოს "ქართულ ოცნებას", რადგან "ქართული ოცნების" ლიდერები ხელს უშლიან ევროინტეგრაციას და ამით არღვევენ კონსტიტუციას.

მსგავსი სიახლეები