ექსკლუზივი - პრეზიდენტის და პრემიერის წერილები
შაბათის ეთერმა საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს პრეზიდენტის წერილები მოიპოვა - მიმდინარე წლის 12 ივლისს პრეზიდენტმა პრემიერს წერილი მიწერა. სალომე ზურაბიშვილმა ირაკლი ღარიბაშვილს გერმანიაში გამგზავნების უფლება სთხოვა და თან აუხსნა, რატომ იყო მნიშვნელოვანი მისი ევროპული ტურნე.
პრეზიდენტი პრემიერს უსაბუთებს, რომ ახლა ქვეყანას ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერების მხარდაჭერის მოპოვება სჭირდება და ამიტომ გერმანიის პრეზიდენტთან შესახვედრად უნდა გაემგზავროს.
ღარიბაშვილმა პრეზიდენტს 22 დღე არ უპასუხა. ირაკლი ღარიბაშვილმა პრეზიდენტს 3 აგვისტოს, შოვის ტრაგედიის დღეს მიწერა - არა. პრემიერმა პრეზიდენტს არც კი აუხსნა, რატომ არ აძლევდა საქართველოსთვის მხარდაჭერის მოსაპოვებლად, ევროპელ ლიდერებთან გამგზავრების უფლებას.