ჭავჭავაძეზე, ავტომობილი ავტობუსს შეეჯახა - კადრებში პარლამენტის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები ჩანან

09.09.23 21:05
ჭავჭავაძეზე, ავტომობილი ავტობუსს შეეჯახა - კადრებში პარლამენტის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები ჩანან

 

 

თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე, რენჯ-როვერი ავტობუსს შეეჯახა. კადრებში, რომელიც "პირველებს" მიაწოდეს, ჩანს რომ შემთხვევის ადგილზე პარლამენტის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები არიან მობილიზებულები. 

კადრები აჩენს განცდას, რომ ავტომობილის მფლობელი ხელისუფლებასთან დაახლოებული პირია. 

თვითმხილველების მტკიცებით, მანქანას მომენტალურად ნომრები მოხსნეს.

კადრები გაშიფვრის შემდეგ დგინდება, რომ მანქანა გზის ნაწილის საპირისპიროდ არის გადასული ავტობუსის ზოლში - ე.წ. ბასლაინში. 

ადგილზე პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადაა მობილიზებული. 

პირველები დეტალებს არკვევს.