შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით, მთავარი დამნაშავე ვიცე-პრემიერია - ფარულავა გამოძიების დაწყებას ითხოვს
ენმ-ს წევრი ლაშა ფარულავა შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით, მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების დანაშაულებრივ გულგრილობაზე გამოძიების დაწყებას ითხოვს.
ფარულავას თქმით, მომხარ ტრაგედიაში მთავარი დამნაშავე ვიცე პრემიერი ლევან დავითაშვილია, რადგან ენმ-ს წევრის განცხადებით, სწორედ მისი პასუხისმგებლობა იყო წინასწარი გაფრთხილების და მონიტორინგის სისტემის დანერგვა.
„შოვის ტრაგედია არის ბიძინა ივანიშვილის რუსული პარტიის, “ქართული ოცნების” დანაშაულებრივი უმოქმედობის, გულგრილობისადა კორუფციულო ინტერესების შედეგი.
გუშინ ჩვენ მოვისმინეთ, რომ გარემოს დაცვის სააგენტომ 2 აგვისტოს გაუგზავნა სახელმწიფო დაწესებულებებს შეტყობინება, რომ სტიქია მოსალოდნელი იყო, თუმცა მაღალმთიან რეგიონებში, პრემიერ-მინისტრის წარმომადგენლებს, რწმუნებულებს, მუნიციპალიტეტებს და სხვა დაწესებულებებს არ მოუხდენიათ შესაბამისი ტექნიკის მობილიზება, რაც კიდევ ერთი ფაქტი და მტკიცებულებაა ხელისუფლების დანაშაულის შოვში.
ყველაზე მთავარი დამნაშავე არის ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი, რომლის პასუხისმგებლობა იყო წინასწარი გაფრთხილების და მონიტორინგის სისტემის დანერგვა, ევაკუაციის გეგმის მომზადება, რომელიც შოვში მსხვერპლს აგვარიდებდა.
მოვუწოდებ საგამოძიებო ორგანოებს, დაიწყოს გამოძიება, მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების დანაშაულებრივ გულგრილობაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში მათი მხრიდან დანაშაულის დაფარვაც იქნება შემდგომში გამოძიების საგანი, როცა ქვეყანას ეყოლება დამოუკიდებელი საგამოძიებო სისტემა,” - განაცხადა ლაშა ფარულავამ.
ვისი პასუხისმგებლობაა შოვის ტრაგედია? გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსმა "შაბათის ეთერს" დაუდასტურა, რომ სტიქიამდე ერთი დღით ადრე უწყებამ მოსალოდნელი საფრთხის შესახებ მესიჯები სახელმწიფო უწყებებს გაუგზავნა, მაგრამ შეტყობინებას ყურადღება არავინ მიაქცია.