გამოსაძიებელია, ვინ არ იმოქმედა იმ მესიჯის შესაბამისად და პასუხისგებაშია მისაცემი - დათუნაშვილი შოვზე

10.09.23 13:27
გამოსაძიებელია, ვინ არ იმოქმედა იმ მესიჯის შესაბამისად და პასუხისგებაშია მისაცემი - დათუნაშვილი შოვზე

"ლელოს" წევრის, თაზო დათუნაშვილის განცხადებით, გამოსაძიებელია, ვინ არ იმოქმედა იმ მესიჯის შესაბამისად, რომელიც შოვის ტრაგედიამდე  გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსმა გაუგზავნა სახელმწიფო უწყებებს და პასუხისგებაშია მისაცემი.

დათუნაშვილი ამბობს, რომ რადგან ქვეყანაში პროკურატურის მიმართ ხალხს ნდობა არ აქვს, ამიტომაც ამ საკითხმა საპარლამენტო კომისიის ფარგლებში უნდა გადაინაცვლოს.

მესიჯი მისულია, ყველამ ამის შესახებ იცოდა, ის უწყება თავის მხრივ მართალია, ახლა გამოსაძიებელია, ვინ არ იმოქმედა იმ მესიჯის შესაბამისად. ამისთვის არის საჭირო სწორი გამოძიება. სწორი გამოძიება ასეთ ავტოკრატიულ ქვეყანაში, სადაც ნდობა არ აქვს გამომძიებელ ორგანოებს, უნდა აწარმოოს საპარლამენტო კომისიამ. სწორი გაგრძელება ამ ყველაფრის არის, საპარლამენტო კომისიაში ამის გადატანა და აუცილებლად პასუხისმგებელი პირების პასუხისგებაში მიცემა, იმიტომ, რომ  შოვის ტრაგედიას ახლა მოჰყვა გურიის ტრაგედია, იქაც ვერავის ვიპოვით დამნაშავეს. გურიის ტერიტორიაზე მდინარის კალაპოტებში კარიერებია გაკეთებული". - ამბობს თაზო დათუნაშვილი.

ვისი პასუხისმგებლობაა შოვის ტრაგედია? გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსმა "შაბათის ეთერს" დაუდასტურა, რომ სტიქიამდე ერთი დღით ადრე უწყებამ მოსალოდნელი საფრთხის შესახებ მესიჯები სახელმწიფო უწყებებს გაუგზავნა, მაგრამ შეტყობინებას ყურადღება არავინ მიაქცია.

მსგავსი სიახლეები