რა ფულით იქირავა პრემიერმა სამთავრობო თვითმფრინავი - რას ითხოვს ოპოზიცია და რა პასუხი აქვს "ოცნებას"
თვითმფრინავის საქმე და ივანიშვილის ვერდიქტის მოლოდინში მყოფი პრემიერი - დადგება თუ არა ირაკლი ღარიბაშვილისთვის პოლიტიკური და სამართლებრივი განაჩენი? საქართველოს პრემიერმა ახლა დოკუმენტებით უნდა დაამტკიცოს, რომ ნამდვილად საკუთარი ფინანსებით იქირავა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება. საზოგადოება გადარიცხვების დამადასტურებელ ქვითრებს ელოდება.
"შაბათის ეთერის" რეზონანსული ჟურნალისტური გამოძიების ეთერში გასვლის შემდეგ, ოპოზიცია აცხადებს, რომ ქვეყანას კორუმპირებული პრემიერი მართავს, ამიტომ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებენ. ღარიბაშვილის ოფიციალური შემოსავალი ვერანაირი მათემატიკით მის ხარჯებს ვერ ფარავს. კითხვა ბევრია, მთავრობის ადმინისტრაცია კი ვერსიებშია ჩაკარგული. დღეს პრემიერის ოფისი იძულებული გახდა დაედასტურებინა, რომ ღარიბაშვილები მიუნხენში თბილისიდან სამთავრობო ბორტით ჩავიდნენ. გერმანიიდან შტატებში კი სამგზავრო თვითმფრინავით!
დეტალები ნახეთ, ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში.