შეიწყალებს თუ არა პრეზიდენტი სააკაშვილს? - რა პროგნოზი აქვს კალაძეს
შეიწყალებს თუ არა პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილს? - კახა კალაძე ამბობს, რომ სალომე ზურაბშვილისგან არაფერს გამორიცხავს.
კალაძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სალომე ზურაბიშვილს ძალიან ბევრჯერ აქვს პრინციპული განცხადებები გაკეთებული სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით, ვერ იტყვის, რა გადაწყვეტილებას მიიღებს დღეს პრეზიდენტი.
„მე არაფერს არ გამოვრიცხავ.... თუმცა ჩვენ ბოლო დროს ისეთი რაღაცები ვიხილეთ, რას ძალიან მძიმეა, მე ვერ გეტყვით, რა გადაწყვეტილებას მიიღებს პრეზიდენტი სააკაშვილთან მიმართებაში, თუმცა, როგორც ვიცით არის სხვა კონკრეტულ საქმეები, რაზეც პარალელურად მიმდინარეობს გამოძიება“, - აცხადებს კალაძე.