არ ვიცი, კიდევ რომელ ქვეყანაში ხდება ასეთი რამ, როდესაც პრეზიდენტი თავად არღვევს კონსტიტუციას - კალაძე

10.09.23 21:00
არ ვიცი, კიდევ რომელ ქვეყანაში ხდება ასეთი რამ, როდესაც პრეზიდენტი თავად არღვევს კონსტიტუციას - კალაძე

"ოცნება" პრეზიდენტის წინააღმდეგ - თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, გულდასაწყვეტია, რომ პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევა ჩვეულებრივ ნორმად იქცა.

კალაძის თქმით, არ იცის,  რომელ ქვეყანაში ხდება ასეთი რამ, როდესაც პრეზიდენტი თავად არღვევს კონსტიტუციას.

„რაც შეეხება „ქართულ ოცნებას“, ჩვენი მხრიდან იქნა ბევრი განმარტება გაკეთებული იმასთან დაკავშირებით, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვერ შევძლებთ იმპიჩმენტის ბოლომდე მიყვანას, კონსტიტუციის პატივისცემა არის მნიშვნელოვანი, მითუმეტეს, ჩვენ პოლიტიკოსები, თანამდებობის პირები უნდა ვიყოთ პირველები, ვინც პატივი უნდა ვცეთ კონსტიტუციას, კანონებს, პატივი უნდა ვცეთ ჩვენს ქვეყანას ჩვენს ხალხს. უბრალოდ წარმოუდგენელია, მე არ ვიცი კიდევ რომელ ქვეყანაში ხდება ასეთი რამ, როდესაც პრეზიდენტი არის ადამიანი, რომელიც თავად არღვევს კონსტიტუციას. ადამიანი პირველი უნდა იყოს ის, ვინც კონსტიტუციას და კანონებს უნდა იცავდეს“, - აღნიშნა კალაძემ.

მსგავსი სიახლეები