შევიტანთ საჩივარს, საქართველოს გენერალური პროკურორის სახელზე - თეა გოდოლაძე
სეისმოლოგს და მეცნიერს თეა გოდოლაძეს საქართველოს გენერალური პროკურორის, ირაკლი შოთაძის სახელზე ხვალ საჩივარი შეაქვს.
გოდოლაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ საქმე ეხება 2021 წლის ივლისში მამა-შვილი, თეიმურაზ და გიორგი შერგელაშვილების მიერ ჩადენილი ჯგუფური ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით საგამოძიებო პროცესის დაუყოვნებლივ დაწყებას.
საზოგადოებისა და ჟურნალისტების საყურადღებოდ,
პირველ რიგში ბოდიშს გიხდით, ისევ მიწევს თქვენი შეწუხება ჩემს პირად საკითხთან დაკავშირებით. უამრავი პრობლემაა ქვეყანაში.
ჩემი ადვოკატები ლიკა ბითაძე, ნინო ანდრიაშვილი და მე ხვალ, ორშაბათს, 2023 წლის 11 სექტემბერს დილის 11 საათზე შევიტანთ საჩივარს, საქართველოს გენერალური პროკურორის, ბატონ ირაკლი შოთაძის სახელზე. საჩივარი ეხება ჩემს მიმართ, 2021 წლის ივლისში მამა-შვილი, თეიმურაზ და გიორგი შერგელაშვილების მიერ ჩადენილი ჯგუფური ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით საგამოძიებო პროცესის დაუყონებლივ დაწყებას (ასევე საჩივარში სხვა დანაშაულის მამხილებელი გარემოებებია, რომლის შესახებაც საჯარო სივრცეში საუბარი მიზანშეწონილად არ მიმაჩნია).
ამა წლის 14 აგვისტოსა და 4 სექტემბერს, აღნიშნულ ფაქტზე მასალები გავუცვალეთ პროკურატურას და დღემდე რეაგირება არ არის. პირიქით, ცალმხრივად, რუსთავი2 -ის მეშვეობით, ამა წლის 22 აგვისტოს ინფორმაცია გავრცელდა სავარაუდოდ მოწინააღმდეგე მხარის ადვოკატების, შალვა ხაჭაპურიძის და ნინო ბარაჩაშვილის მიერ.
საჩივრის შეტანა მოხდება შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, გორგასლის ქუჩა N24".- წერს გოდოლაძე.