ისე იშლება რადიკალური ოპოზიცია, მეშინია, შემდეგ პარლამენტში მარტო არ შევიდეთ - კობახიძე

10.09.23 21:28
ისე იშლება რადიკალური ოპოზიცია, მეშინია, შემდეგ პარლამენტში მარტო არ შევიდეთ - კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს ეშინია ბოლოს პარლამენტში მარტო შესვლა არ მოუწიოს, რადგან მისი თქმით რადიკალური ოპოზიცია იშლება. 

მისი განმარტებით, „ნაციონალური მოძრაობის“ შესაძლო დაშლა კარგია, რადგან ეს სისტემას გააძლიერებს.

„ისე იშლება არა მარტო „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც პარტია, არამედ მთლიანად რადიკალური ოპოზიცია, რომ მეშინია, შემდეგ პარლამენტში მარტო არ შევიდეთ, გადავლახოთ ბარიერი....

თანდათანობით აქეთკენ მიდის ეს პროცესები. მთლიანობაში კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ დაშლა არის დადებით პროცესი. ბუნებრივია, ეს ჩვენს დემოკრატიულ სისტემას გააძლიერებს“,-განაცხადა კობახიძემ.

მსგავსი სიახლეები