აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან - შეკრებილები პრემიერის გადადგომას ითხოვენ
მთავრობის ადმინისტრაციასთან პოლიციაა მობილიზებული. მიზეზი ენმ-ს ახალგაზრდული და სტუენტების აქციაა, რომლებიც ირაკლი ღარიბაშვილს მოუწოდებენ, აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა და თანამდებობა დატოვოს. საქმე ეხება პრემიერი ამერიკულ ვოიაჟს, სადაც ღარიბაშვილი სამთავრობო თვითმფრინავით გაფრინდა.
ახალგაზრდებს ადილზე ტრანსაფარანტები აქვთ მიტანილი, სადაც წერია, რომ ისინი სტატუსშეჩერებული სტუდენტები არიან და 70 ათას სტუდენტს ქვეყანაში სტატუსი აქვს შეჩერებული, ამ ფონზე კი პრემიერის შვილი აშშ-ში ჩარტერული რეისით დაფრინავს.
დღეს 14:00 საათზე მთავრობის სხდომაა ჩანიშნული, სადაც, სავარაუდოდ, პრემიერი ამერიკულ არდადაგებზეც ისაუბრეს და განმარტებებს გააკეთებს ცარტერულ რეისსა და იმ დიდი ოდენობით თანხებზე, რომელიც მან გაწია.