რა სახსრებით გადაიხადა სამთავრობო ბორტის დაქირავების საფასური პრემიერმა - ანზორ ჩუბინიძე დუმს
რა სახსრებით გადაიხადა სამთავრობო ბორტის დაქირავების საფასური მთავრობის მეთაურმა - სახელმწიფო დაცვის სამსახური დუმს. კითხვაზე პასუხების მოსასმენად "პირველები" ანზორ ჩუბინიძეს სამსახურთან მივიდა, თუმცა ის იქ არ გამოჩენილა. ჩუბინიძე არც სატელეფონო ზარებს პასუხობს.
"შაბათის ეთერის" გუნდმა მოიპოვა სამთავრობო თვითმფრინავის ფრენის სრული მარშრუტი, რომელიც ადასტურებს, რომ თვითმფრინავი, "სი არ ჯი 200", რომელიც ირაკლი ღარიბაშვილმა შვებულების დროის პირადი მიზნებისთვის გამოიყენა, საქართველოს მთავრობას ეკუთვნის, თვითმფრინავს კი ექსპლუატაციას ავიაკომპანია "ჯორჯიან ერავეზი" უწევს. პილოტებიც და ბორტგამცილებლებიც თამაზ გაიაშვილის თანამშრომლები არიან.
სახლემწიფო რესუსრრებეის პირადი მიზმებისთვის გამოყენების სკანდალში გახვეული ირაკლი ღარიბაშვილი ამ დრომდე არცერთ დოკუმენტს არ ასაჯაროვებს.