გახარჯა თუ არა პრემიერმა ბიუჯეტიდან თანხა? - "ოცნება" ღარიბაშვილს იცავს

11.09.23 11:30
გახარჯა თუ არა პრემიერმა ბიუჯეტიდან თანხა? - "ოცნება" ღარიბაშვილს იცავს

გახარჯა თუ არა პრემიერმა სახელმწიფო ბიუჯეტიდან დიდი ოდენობით თანხა ამერიკული არდადაგების მოსაწყობად? - "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ამტკიცებს, რომ ბუჯეტიდან არცერთი თეთრი არ გახარჯულა. ირალი კობახიძის თქმით, პრემიერი ყველა ხარჯებს ეკლარაციაშ ჩაწერს.

ამასთან, კობახიძე ირწმუნება, რომ ახლა ყველა პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევის ფაქტის გადაფარვას ცდილობს და პრემიერის თემაც წინა მიტომ წამოწიეს. 

პირველ რიგში, მოიკითხონ, რა სახსრებიდან არის გაღებული შესაბამისი ხარჯი. არცერთი თეთრი სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ დახარჯულა. შესაბამისად, ყველაფერი არის ცარიელი სპეკულაცია. არვიცი, აქაც ცდილობენ, რომ გადაეფარონ საკუთარ თანაგუნდდელს, სალომე ზურაბიშვილს, მათ ჰყავთ საერთო პატრონი და ეს არის უსუსური მცდელობა, რომ გადაფარონ საქართველოს პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის უხეშ დარღვევა, მეტი მიზეზი რეალურად, ამ ყველაფერს არ აქვს. ამასთან დაკავშირებით ( პრმეიერის ხარჯებთან) დეკლარაციაში იქნება წარმოდგენილი დეტალური ინფორმცია, გასაჯაროვდება ყველაფერი და საზოგადოება ნახავს ყველაფერს. ბიუჯეტიდან ფული თუ არ არის დახარჯული, რა გამოძიებაზეა საუბარი?, - ამბობს ირაკლი კობახიძე. 

"შაბათის ეთერის" გუნდმა მოიპოვა სამთავრობო თვითმფრინავის ფრენის სრული მარშრუტი, რომელიც ადასტურებს, რომ თვითმფრინავი, "სი არ ჯი 200", რომელიც ირაკლი ღარიბაშვილმა შვებულების დროის პირადი მიზნებისთვის გამოიყენა, საქართველოს მთავრობას ეკუთვნის, თვითმფრინავს კი ექსპლუატაციას ავიაკომპანია "ჯორჯიან ერავეზი" უწევს. პილოტებიც და ბორტგამცილებლებიც თამაზ გაიაშვილის თანამშრომლები არიან.

სახლემწიფო რესუსრრებეის პირადი მიზმებისთვის გამოყენების სკანდალში  გახვეული ირაკლი ღარიბაშვილი ამ დრომდე  არცერთ  დოკუმენტს არ ასაჯაროვებს.

 

მსგავსი სიახლეები