"ლელოს" პრემიერის წინააღმეგ იმპიჩმენტის დაწყებას ითხოვს

11.09.23 12:04
"ლელოს" პრემიერის წინააღმეგ იმპიჩმენტის დაწყებას ითხოვს

"ლელოს" პრემიერის წინააღმეგ იმპიჩენტის დაწყებას ითხოვს. ამის შესახებ სალომე სამადაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა. საქმე ეხება "შაბათს ეთერის" ხმაურიან რეპორტაჟს, რომლის თანახმადაც ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ში ჩარტერული რეისით, ბიუჯეტის ხარჯებით გაფრინდა.

ოპოზიციის წევრი ამბობს, რომ "ლელო" ქვეყანაში კორუფციას და კანონმებლობის ფეხქვეშ გათელას არ შეეგუება. მისი თქმით, პრემიერის იმპიჩმენტის საკითხზე  კონსულტაციებს ოპოზიციასთანაც გაივლის.

15 სექტემბერს საქართველოს სკოლებში იწყება სწავლა და დღეს ჩვენი თანამოქალაქეების ოჯახების დიდ უმრავლესობას მძიმე ტვირთად აწვება ის ხარჯები, რაც არის დაკავშირებული, მათი შვილების სასწავლო წელიწადის დაწყებასთან მიმართებაში და აი, ამ უღატაკეს ქვეყანაში, ჩვენი ქვეყნის მთავრობის მეთაური და პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, საკუთარ შვილს სასწავლებლად უშვებს ამერიკაში უნივერსიტეტში, რომელშიც ხარისხის დაცვა, საბოლოო ჯამში, დაახლოებით მილიონ ლარამდე დაუჯდება პრემიერ მინისტრის ოჯახს, ოღონდ ეს არ კმარა პრემიერ-მინისტრისთვის და ის თვლის, რომ მაშინ, როდესაც საქართველოს პრეზიდენტს უარს ეუბნება ოფიციალური ვიზიტების უზრუნველყოფაზე, რათა ის შეხვედროდა პრეზიდენტს მაკრონს და პრეზიდენტ სტაინმაიერს მას ჰქონდა უფლება, გამოეყენებინა სამთავრობო თვითმფრინავი საკუთარი შვილის სასწავლებლად წასაყვანად.

მე მსურს საზოგადოებას კიდევ ერთხელ განვუმარტო, რამდენი ტყუილიც არ უნდა გითხრათ თქვენ ღარიბაშვილმა და მისმა სტრატკომმა, ფაქტი არის მარტივი, ღარიბაშვილმა საკუთარი შვილის უძვირეს ამერიკულ სასწავლებელში წასაყვანად, გახარჯა ასობით ათასი ლარი, მხოლოდ ერთი კვირის მანძილზე ბორტის გაჩერება ევროპულ სახელმწიფოში, ალბათ წარმოგიდგენიათ, რამხელა კოლოსალურ თანხებთან არის დაკავშირებული და ეს თუ არ არის კორუფცია და ეს თუ არ არის დანაშაული და თანამდებობის ბოროტად გამოყენება, მაშინ ჩვენ საერთოდ უნდა შევწყვიტოთ საუბარი სახელმწიფოზე, მითუმეტეს, სამართლებრივ სახელმწიფოზე, ამიტომ ჩვენ მიგვაჩნია, "ლელოს" ძალიან მტკიცედ სჯერა, რომ ერთადერთი პასუხის ამაზე ეს არის, დაუყოვნებლივ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება პრემიერ-მინისტრის მიმართ, იმიტომ, რომ არ შეიძლება საქართველოს, რომელიც დღეს ელოდება ისტორიულ გადაწყვეტილებას კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე, ჰყავდეს მის ისტორიაში ყველაზე კორუმპირებული მთავრობის მეთაური და ამაზე რეაგირება არ ჰქონდეს საზოგადოებას და ოპოზიციას. დღეს, როდესაც ევროკავშირი ჩვენ გვეუბნება, რომ ევროკავშირის კარი ჩვენთვის არის ღია და ჩვენ დემონსტრაცია უნდა გავუკეთოთ იმას, რომ გვსურს ევროპულ სახელმწიფოში ცხოვრება, მათ შორის, ეს გულისხმობს იმ სახელმწიფოში ცხოვრებას, სადაც კორუფციის კანონის დარღვევის კონსტიტუციის საწინააღმდეგო ქმედებები ქვეყნის მთავრობის მეთაურის მხრიდან არ რჩება რეაგირების გარეშე, დღეს ამის ისტორიულ მომენტში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ იმპიჩმენტის პროცედურის ინიცირება მოვახდინოთ.

მე, მოვისმინე ზოგიერთი ოპოზიციონერის შეფასება, რომელიც ერთ სიბრტყეზე აყენებს, იმპიჩმენტის პროცედურას, რომელიც დაიწყო რუსულმა ხელისუფლებამ პრეზიდენტის წინააღმდეგ, იმიტომ, რომ ის შეხვდა პრეზიდენტ მაკრონს და პრეზიდენტს სტაინმაიერს და იმპიჩმენტის პროცედურასთან, რომელსაც ჩვენ ვთავაზობთ, რომ დავიწყოთ კორუფციასთან ბრძოლის მიზნით, იმ მიზნით, რომ სწორედ ევროკავშირმა დაინახოს, რომ საქართველოს დღეს მართავს კორუმპირებული, რუსეთის მოკავშირე ხელისუფლება, რომელიც ყველაფერს აკეთებს, რომ ამ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს, მაგრამ ევროპული მომავლისთვის ვიბრძვით ჩვენ, ქართული დემოკრატიული ოპოზიცია, ვიბრძვით საქართველოს მოქალაქეები და შესაბამისად, დიახ, სწორი პასუხის ამაზე არის ის, რომ ჩვენ არ შევეგუებით კორუფციას, არ შევეგუებით ჩვენი ქვეყნის  კანონმდებლობის ფეხქვეშ გათელვას და სწორედ ამიტომ გვსურს იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება. მე ვიცი, რომ ოპოზიციური ჯგუფები ფიქრობენ ასევე, რა იქნება სწორი რეაგირება იმაზე, რაც ჩვენ მოვისმინეთ საჯარო სივრცეში.

ჩვენ ვიწყებთ დღეს, კონსულტაციებს სხვა ოპოზიციურ ჯგუფებთან იმიტომ, რომ გვსურს, რომ მოვისმინოთ მათი შეხედულებებიც, ისინი როგორ ფიქრობენ რეაგირებას ამ ფაქტებზე და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენ შევაჯერებთ საერთო პოზიციას ოპოზიციაში და შევძლებთ იმპიჩმენტის პროცედურის დაინიცირებას, რასაც სჭირდება პარლამენტის 50 წევრის ხელმოწერა", - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

მსგავსი სიახლეები