პრეზიდენტის დანაშაულის გადაფარვის მცდელობაა" - კალაძე პრემიერის ხმაურიან ვოიაჟზე
"ქართული ოცნების" გენერალური მდივანი ამტკიცებს, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა ამერიკული არდადაგები საკუთარი სახსრებით მოიწყო. ამასთან, კახა კალაძე ირწმუნება, რომ პრემიერის წინააღმდეგ ბინძური კამპანიაა აგორებული, რომელიც მიზნად პრეზიდენტის დანაშაულის გადაფარვას ისახავს.
ეს არის მიზანმიმართული ბინძური კამპანია პრემიერის და მისი ოჯახის წინააღმდეგ. ძალიან ბევრი განცხადებები იქნა გაკეთებული აღნიშნულ ჩარტერთან დაკავშირებით თუ ვინ გადაიხადა ეს თანხები. პირდაპირ მთავრობის მხრიდან განცხადებაც იყო გაკეთებული, რომ ეს იყო პრემიერ-მინისტრის პირადი ხარჯი, ბიუჯეტიდან არცერთი თეთრი არ დახარჯულა. რაც შეეხება იმპიჩმენტის საკითხს, რეალურად რომ შევხედოთ, ეს არის, უბალოდ, ეს არის იმ საკითხების გადაფარვის მცდელობა, რომელიც დღეს აქტუალურია, მაგალითად, როდესაც პრეზიდენტის იმპიჩმენტზეა საუბარი, იმიტომრ, რომ რეალურად გვაქვს ძალიან დიდი დანაშაული, როდესაც პრეზიდენტი არღვევს კონსტიტუციას, - ამბობს კალაძე.