ირაკლი ღარიბაშვილი, სავარაუდოდ, სისხლის სამართლის დამნაშავეა - ირაკლი კუპრაძე

11.09.23 11:49
ირაკლი ღარიბაშვილი, სავარაუდოდ, სისხლის სამართლის დამნაშავეა - ირაკლი კუპრაძე

"ლელოს" გენერალური მდივანი ფიქრობს, რომ ქვეყნის პრემეირი სისხლის სამართლის დამნაშავეა. საქმე ეხება ირაკლი ღარიბაშვილის ამერიკულ არდადაგებებს, სადაც ის "შაბათის ეთერის" გამოძიებით,  ჩარტერული რეისით და ბიუჯეტის თანხებით გაფრინდა. 

ოპოზიციის წევრი პრემიერს მოუწოდებს, გაასაჯაროოს დოკუმენტები, რომელიც დაადასტურებს, რომ ის ამერიკაში საკუტარის ახსრებით წავიდა. 

ირაკლი ღარიბაშვილი, სავარაუდოდ, არის სისხლის სამართლის დამნაშავე, რაც არის საფუძველი, რომ იმპიჩმენტი გამოუცხადოს საქართველოს პარლამენტმა  და საქართელოს მოსახლეობამ უთხრას, რომ ის უნდა წავიდეს პოლიტიკიდან. მას აქვს როგორც პოლიტიკური, ასევე სამართლებრივი პასუხისმგებლობა. თუ ის ნამდვილად სხვა მეთოდებით, სხვა რესურსებით გაფრინდა, მაშინ შეუძლია გამოქვეყნოს შესაბამისი დოკუმენტაცია, ხარჯთაღრიცხვა, რომელსაც აუცილებლად გამოძიებთ და რაც არ უნდა გაყალბებული იყოს ეს დოკუმენტები, დავადგენთ მის ნამდვილობას, მაგრამ ამას არ აკეთებენ, ვერ აკეთებენ. მათ გააკეთეს სამი განცხადება და სამივე განცხადებაში ისინი იყვნენ ერთმანეთისგან განსხვავებულები და ეს არის ცხადი, რომ სამივე განცხადება არის ტყუილი, იმიტომ, რომ ისინი არის ერთმანეთისგან განსხვავებული., ფაქტია, რომ ირაკლი ღარიბაშვილი არის სისხლის სამართლის დამნაშავე, - ამბობს ირაკლი კუპრაძე. 

მსგავსი სიახლეები