"ცილისწამება და ტალახის სროლა უნდა დამთავრდეს!" - მამუკა ხაზარაძე ირაკლი კობახიძეს სასამართლოში უჩივის

11.09.23 12:12
"ცილისწამება და ტალახის სროლა უნდა დამთავრდეს!" - მამუკა ხაზარაძე ირაკლი კობახიძეს სასამართლოში უჩივის

მამუკა ხაზარაძე ირაკლი კობახიძეს ცილისსწამებისთვის სასამართლოში უჩივის. მმართველი პარტიის ბოსს "ლელოს" ლიდერი ბინძური პროპაგანდის დაწყებაში ადანაშაულებს.  საქმე ეხება კობახიძის განცხადებას, სადაც დეპუტატმა თქვა, რომ "ნაციონალაური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის დროს ხაზარაძე ბიზნესისრეკეტში იყო ჩართული.

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში ოპოზიციონერი პოლიტიკოსი წერს, რომ ამ ბრალდების დამკიცება "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს სასამართლოში მოუწევს.

დღეს ბიძინამ კობახიძის პირით ახალი ბინძური პროპაგანდა წამოიწყო. თურმე მე ვიყავი წინა ხელისუფლების დროს ბიზნესის რეკეტში ჩართული. ყველაფერს აქვს საზღვარი, ეს ბინძური პროპაგანდა და ცილისწამება უნდა დამთავრდეს! 
კობახიძეს ამ ბრალდების დამტკიცება მოუწევს სასამართლოში, სადაც გარანტირებულად წააგებს და პასუხს აგებს, მურუსიძეც ვერ უშველის ტრადიციულ გაყალბებაში. ასევე, თქვენი პარტიის ბოტებს და ტროლებს ჩემს მიერ “გამოსახლებული” ხალხის სიაც წამოაღებინეთ, საბუთებით, ფაქტებით... 
გელოდებით! ქართულ პოლიტიკაში ცილისწამება და ტალახის სროლა უნდა დამთავრდეს! გელოდებით სასამართლოში საბუთებით!, - წერს ხაზარაძე. 

მსგავსი სიახლეები