წინასწარ წაგებული პოლიტიკური ომი? - "ოცნება" დღეს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს
პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურას პარლამენტი დღეიდან იწყებს. "ქართული ოცნების" დეპუტატების ხელმოწერების ნამდვილობას ცოტახანში საპროცედურო კომიტეტი განიხილავს, ამის შემდეგ ირაკლი კობახიძის მომზადებული სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში გადაიგზავნება. მმართველი პარტიის თავმჯდომარე ამბობს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას მიღება არ უნდა გაუჭირდეს.
დღეს უკვე ოფიციალურად შედის საკონსტიტუციო სასამართლოში ჩვენი კონსტიტუციური წარდგინება და საკონსტიტუციო სასამართლომ მომდევნო ერთი თის განმავლობაში იმსჯელებს ამ თემასთან დაკავშირებით. პრინციპში, სამსჯელო არც არაფერია, იმენად უხეშია და თვალნათელი კონსტიტუციის დარღვევ, რომ მარტივად სჭირდება ამას, უბრალოდ, დადასტურება. ეს არის პირველი კურსის პირველი ლექციის კაზუსი. პრეზიდენტი სრულიად ღია აწარმოებს კანდიდატის სტატუსის საწინააღმდეგო კამპანიას. პრეზიდენტს აქვს ნმე-ს იმედი და ენმ-ს იმედით არღვევდა კონსტიტუციას, - ამბობს ირაკლი კობახიძე.
"პირველებმა" დღეს დასვა კითხვა, რატომ არ გასცა პრემიერმა პრეზიდეტს 22 დღე პასუხი. ოპოზიცია ეჭვობს, რომ ღარიბაშვილი დირექტივებს ივანიშვილისგან და რუსეთის ხელისუფლებისგან ელოდა.
ღარიბაშვილი მოქმეებს მისი უფროსების დავალებით, ოღონდ ეს უფროსი არ არის მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი, ინსტრუქციებს ღარიბაშვილი იღებს რუსეთისგან როდის რა ნაბიჯი უნდა გადადგას, რომ ხელი შეუშალოს და საბოტაჟი მოუწოს ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს. მურუსიძის სასამართლოსაც კი გაუჭირდება, რომ გამოიტანეს ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც შემდგომში გზას გახსნის უკვე იმპიჩმენტის საკითხზე კენჭისყრისთის პარლამენტში, - ამბობს „ლელოს“ წევრი სალომე სამადაშვილი.
"სტრარტეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე კი დარწმუნებულია, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტი არ გამოვა, თუმცა "ოცნება" ჯიუტად რუსული დავალების შესრულებას ცდილობს.
იმპიჩენტის პროცესი „ქართულ ოცნებას“ წაგებული აქვს, წინასწარ იცის, მაგრამ ამას ჯიუტად აკეთებს იმისთვის, რომ საბოლოო ჯამში, რუსული დავალება შეასრულოს, არ ვიყოთ ევროკოავშირის წევრი. ღმერთმა დაიფაროს საქართელო, რომ ირაკლი კობახიძე კიევ ერთხელ პრზიდენტი გახდეს ამ ქვეყნის. სპიკერი იყო და თავის სავარძელში გავრილოვი ჩასვა, ჩვენ ყველას გვახსოვს, როგორ გამოაბუნძულეს ამ თანამებობიდან, ახლა პრეზიდენტი რომ გახდეს, შეიძლება, რავიცი, ზახაროვა ჩამოიყვანოს, - ამბობს გიორგი ვაშაძე.
ქვეყნის პრეზიდენტს მმართველი პარტია კონსტიტუციის დარღვევას და ევროპაში უნებართვოდ წასვლას ედავება.