ჩვენი მიზანია, გავხდეთ ევროპული ოჯახის წევრი, მაგრამ ქვეყანაზე უარი არ უნდა ვთქვათ - კალაძე
"ჩვენი მიზანია, გავხდეთ ევროპული ოჯახის წევრი, მაგრამ ქვეყანაზე უარი არ უნდა ვთქვათ," - ეს განცხადება თბილისის მერმა კახა კალაძემ გააკეთა.
როგორ იმოქმედებს ხელისუფლება ევროკომისიის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესასრულებლად, რამდენად შესაძლებელია მოკლე დროში სავალდებულო პუნქტების შესრულება - როგორც კახა კალაძე ამბობს, რეფორმების გატარება გრძელდება.
ჩვენ ვაგრძელებთ ევროინტეგრაციის გზაზე სიარულსა და რეფორმების განხორციელებას. ჩვენი მიზანი არის, რომ რაც შეიძლება მალე გავხდეთ ევროპული დიდი ოჯახის წევრი, მივიღოთ სტატუსი, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ უარი ვთქვათ ჩვენს ქვეყანაზე და ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვაზე.