სახეზე გვაქვს სახელმწიფოებრივი დანაშაული - თამარ კორაძია პრემიერის ჩარტერზე

11.09.23 13:14
სახეზე გვაქვს სახელმწიფოებრივი დანაშაული - თამარ კორაძია პრემიერის ჩარტერზე

პრემიერის სკანდალური ჩარტერი აშშ-ში - ოპოზიცია საქმის გამოძიების აუცილებლობაზე საუბრობს. ოპოზიცინერ დეპუტატს თამარ კორძაიას აინტერესებს, როგორ მოხდა, რომ სახელმწიფოს კუთვნილი თვითმფრინავი პრემიერის კერძო ინტერესებისთის იქნა გამოყენებული. კორძაიას ასევე აინტერესებს, ვის  მიერ და რა ანგარიშიდან იქნა გადარიცხული ჩარტერის საფასური. 

დეპუტატი ამბობს, რომ სახეზეა სახელმწიფოებრივი დანაშაული. 

პირველი და მთავარი, ასეთი ტიპის თვითმფრინავი არ გაიცემა და არ მიდის სარგებლობაში კერძო ინტერესებიდან გამომდინარე, რადგან სულ მცირე, თუ ეს თვითმფრინავი გაჩერდა ერთი კვირით, სახელმწიფოს უნდა დაესაბუთებინა ის, რომ არ სჭირდება არავის ეს ხელისუფლების  წარმომადგენლებისგან ერთი კვირის განმავლობაში, რაც აბსურდია. თუ პირადი ანგარიშიდან იქნა თანხა გადარიცხული, უნდა გვანახონ საიდან, ვის მიერ იქნა გადარიცხული. ბატონ გაიაშილს აიძულეს ეს ფრენა განეხორციელებინა. ყოველ შემთხვევაში, მათი დანაშაულებრივი ქმედების შედეგია ეს ყველაფერი. აქედან გამომდინარე, ყველა ვერსიაში, სამივე კითხვასთან დაკავშირებით ჩვენ როგორი პასუხისც არ უნდა მივიღოთ, სახეზე გვაქვს სახელმწიფოებრივი დანაშაული. შოთაძემ გააკეთოს საჯარო კომენტარი, დაიწყო თუ არა გამოძიება ამ საკითხთან დაკავშირებით, - ამბობს კორძაია. 

მსგავსი სიახლეები