გოდოლაძემ პროკურატურაში სარჩელი შეიტანა - სეისმოლოგი ძალადობის ფაქტზე გამოძიების დაწყებას ითხოვს

11.09.23 13:20
გოდოლაძემ პროკურატურაში სარჩელი შეიტანა - სეისმოლოგი ძალადობის ფაქტზე გამოძიების დაწყებას ითხოვს

თეა გოდოლაძემ პროკურატურაში სარჩელი შეიტანა. თეა გოდოლაძემ მამა-შვილ თეიმურაზ და გიორგი შერგელაშვილების წინააღმდეგ პროკურატურაში სარჩელი შეიტანა. თეიმურაზ შერგელაშვილი მისი ყოფილი პარტნიორია. სეისმოლოგი ირაკლი შოთაძის უწყებაში ადვოკატებთან ერთად იმყოფებოდა.

სეისმოლოგ თეა გოდოლაძის თქმით, მის მიმართ ჯგუფური ძალადობის გარდა, უფრო მძიმე კატეგორიის დანაშაულიც განხორციელდა.

4 სექტემბერს არის ჩემი ადვოკატების მიერ გაცვლილი ინფორმაცია და შესულია ფაქტობრივად ჩვენება ჩემდამი ჩადენილი დანაშაულის შესახებ, ეს არის ჯგუფური ძალადობის ფაქტი, ასევე სხვა უფრო მძიმე კატეგორიის დანაშაული, რაზეც მე საჯაროდ არ მინდა, რომ ვისაუბრო და ძალიან მიჭირს ამ თემაზე საუბარი. ასე ცალმხრივად ინფორმაციის გავრცელება, არ შეიძლება ქალზე ძალადობის ასე მოტრიალება და გაპრავება, რაც მათ გააკეთეს. ყველაფრის თქმა და მიწერა შეიძლება ადამიანზე, იმისთვის, რომ ის გააშავო და იმისთვის, რომ მას ღირსება აჰყარო", - ამბობს სეისმოლოგი თეა გოდოლაძე.

ადვოკატი ლიკა ბითაძის თქმით, მათ ბრალდების მხარეს 4 სექტემბერს გაუცვალეს მტკიცებულებები და ეს მტკიცებულებები ცნობილი იყო უშუალოდ ბრალდების მხარისთვის, მაგრამ მათ რეაგირება ამ ფაქტზე არ ჰქონიათ. ადვოკატი ამბობს, რომ მტკიცებულების სახით არსებობს გარკვეული სახის მასალა. ბითაძე ამბობს იმასაც, რომ დანაშაული განსაკუთრებით მძიმე კატეგორიას განეკუთვნება.

ახალი დანაშაული, რომლის მტკიცებულებებიც ჩვენ მოვიპოვეთ, დაახლოებით 14 აგვისტოს შემდეგ 4 სექტემბერს ჩვენ გავუცვალეთ ბრალდების მხარეს ეს მტკიცებულებები და ბრალდების მხარისთვის ეს მტკიცებულებები ცნობილი იყო და ბრალდების მხარე ვალდებული იყო, რომ დაუყოვნებლივ დაეწყო გამოძიება მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, თუმცა ამ ეტაპამდე ბრალდების მხარეს რეაგირება არ ჰქონია. არსებობს ვიდეომასალა არა გარკვეული სახის მიმოწერა, "სქრინშოთები" მესენჯერის საშუალებით. ეს მუქარა არ არის, მუქარა არ არის მძიმე დანაშაული, ამიტომ ხაზი გავუსვი თავიდანვე, ეს არის განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაული, როგორი სახის ძალადობაც იყო განხორციელებული თეა გოდოლაძის მიმართ. ამ ეტაპზე თავს შევიკავებ, მაგრამ მიახლოებით გეტყვით სექსუალურ ძალადობას და აქედან გამომდინარე, ყველა მტკიცებულებაა საქმეზე გამაგრებული და დართული", - ამბობს ადვოკატი ლიკა ბითაძე.

მსგავსი სიახლეები