ღარიბაშვილის ადგილი ციხეშია - ხაბეიშვილი

11.09.23 13:22
ღარიბაშვილის ადგილი ციხეშია - ხაბეიშვილი

ენმ-ს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი ამბობს, რომ პრემიერის წინააღმეგ სისხლის სამართლის ბრალდებას ელოდება. საქმე ეხება "შაბათს ეთერის" ხმაურიან რეპორტაჟს, რომლის თანახმადაც ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ში ჩარტერული რეისით, ბიუჯეტის ხარჯებით გაფრინდა.

ეყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის ლიდერი მიიჩნევს, რომ პრემიერის და "ოცნების" ლიდერების ადგილი, რომლებიც  ღარიბაშვილს იცავენ,  ციხეშია. 

ბრალდებას ველოდებით სისხლის სამართლისას ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ. ეს ადამიანი უნდა იჯდეს ციხეში. ვის სჯერა, რომ კობახიძე და კალაძე გამოაცხადებენ მისსავე თანაგუნდელს დამნაშავეს. ყველამ კარგად უნდა იცოდეს, რომ ამ ადამიანებზე სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყება, მათ შორის, სახელმწიფოს ღალატის მუხლით, რომელიც კარგად ესადაგება ირაკლი ღარიბაშილს, - ამბობს ლევან ხაბეიშვილი.  

მსგავსი სიახლეები