რა პასუხს სცემენ სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს? - პრემიერის წინააღმეგ გამართულ აქციას სოფო ჯაფარიძე შეუერთდა
მთავრობის ადმინისტაციასთან პრემიერის წინააღმდეგ გამართულ აქციას ენმ-ს წევრი სოფო ჯაფარიძეც შეუერთდა. ოპოზიციის წევრი მიიჩნევს, რომ როდესაც ქვეყანაში ბევრი სტუდენტია ისეთი, რომელსაც თანხის გადაუხდელაობის გამო სტატუსი აქვს შეჩერებული, პრემიერი აშშ-ში ჩარტერული რეისით აშშ-ში არ უნდა მიფრინავდეს.
ჯაფარიძე ამბობს, რომ ქვეყნის მომავალი მხოლოდ ევროპაშია და ამ მოთხოვნით ყველა აქციაზე იდგება.
კითხვა ბევრია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, პასუხები არ გაეცემა არცერთ კითხვას, იმიტომ, რომ დღეს ისინი არიან ჩიხში. დღეს რა პასუხს სცემენ იმ სტუდენტებს, იმ ახალგაზრდებს, იმ პირველკურსელ სტუდენტებს, რომლებმაც დღეს ჩააბარეს და იმის გამო, რომ არ აქვთ ფინანსური შესაძლებლობა,რომ სწავლის თანხა გადაიხადონ, სტატუსს იჩერებენ. რა პასუხს სცემენ ამ ბავშვებს? ჩვენ გვჭირდება ევროპა, ჩვენ გვჭირდება ნათელი მომავალი და არა რუსული პენსია. ვიდგები ბოლომდე, ყველა აქციაზე ვქინები სადაც იქნება, როგორც იქნება, - ამბობს სოფო ჯაფარიძე.