იმპიჩმენტზე ხელმომწერი პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს ევროპულ ოჯახში სრულყოფილ ინტეგრაციას - მსხილაძე
"ვინც ხელს აწერს ამას, პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს ევროპულ ოჯახში სრულყოფილ ინტეგრაციას," - ასე აფასებს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი "ქართული ოცნების" მხრიდან პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის ოფიციალურად დაწყებას.
როგორც გიორგი მსხილაძე ამბობს, "ქართული ოცნება" იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებით რუსეთის მაღალჩინოსნების მესიჯბოქს უკვე საქმით ამყარებენ.
რაც შეეხება იმას, თუ როგორ იმოქმედებს პრეზიდენტი "ოცნების" იმპიჩმენტის საპასუხოდ, გიორგი მსხილაძის თქმით, ჯერ სარჩელის შინაარს გაეცნობიან და შემდეგ დასახავენ მოქმედების გეგმას.
ეს არის აყოლილი რუსეთის უმაღლესი თანამდებობის პირების მესიჯბოქს, როგორც სიტყვით, ისე საქმით დღეიდან. ვინც ხელს აწერს ამას, პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს ევროპულ ოჯახში სრულყოფილ ინტეგრაციას. ხალხი ბრძენია, ყველაფერ ამისგან თავის დასკვნებს გამოიტანს და თავისი რეაქცია ექნებათ. ვნახავთ, რა დაწერეს სარჩელში და იმის შემდეგ გვექნება სამართლებრივი რეაქცია,“ - ამბობს მსხილაძე.