ყოფილი პრეზიდენტი საკუთარ შვილს აფინანსებდა ბიუჯეტიდან, ეს არის განსხვავება - ირაკლი ღარიბაშვილი
"ყოფილი პრეზიდენტი საკუთარ შვილს აფინანსებდა ბიუჯეტიდან და საკუთარ ოჯახის წევრებს აფინანსებდნენ ბიუჯეტიდან - უფინანსებდნენ სწავლას, ეს არის განსხვავება", - ეს განცხადება პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე გააკეთა.
პრემიერმა მიხეილ სააკაშვილი მთავრობის სხდომაზე გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ის საკუთარი შვილის განათლებას სახელმწიფო ბიუჯეტიდან აფინანსებდა. ეს მაგალითი ირაკლი ღარიბაშვილმა იმის მაჩვენებლად მოიყვანა, როგორ განსხვავდება "ოცნების" ხელისუფლება წინა მთავრობისგან.
ჩვენ სტუდენტებს მაქსიმალურად ვეხმარებით, მინდა გამოვყო განათლების საერთაშორისო ცენტრი. უკვე წლებია, 1000-ზე მეტი საუკეთესო წარჩინებული სტუდენტი გავუშვით უცხოეთში, საუკეთესო უნივერსიტეტებში, სრულიად უფასოდ ვასწავლეთ მათ.
ასევე, შედარებისთვის მინდა გავიხსენო ის, რომ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ შორის ყოფილი პრეზიდენტი საკუთარ შვილს აფინანსებდა ბიუჯეტიდან და საკუთარ ოჯახის წევრებს აფინანსებდნენ ბიუჯეტიდან - უფინანსებდნენ სწავლას, ეს არის განსხვავება,“ - ამბობს ღარიბაშვილი.