ირაკლი ღარიბაშვილი ჩინეთთან სავიზო რეჟიმს აუქმებს
საქართველოს პრემიერ მინისტრი ახალი ინიციატივით გამოჩნდა - ირაკლი ღარიბაშვილმა ჩინეთთან უვიზო მიმოსვლა დააანონსა.
მისი თქმით, ჩინელები ყველგან "სასურველი სტუმრები არიან".
ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი ინტერესი არის ჩინეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერება, მეტი ინვესტიციების მოზიდვა, მეტი ტურისტების მოზიდვა, ჩამოყვანა საქართველოში.
მივიღეთ გადაწყვეტილება, ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი ამოქმედდეს. ჩვენ შესაბამის განკარგულებას გამოვცემთ. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი იქნება, წამახალისებელი იქნება, მეტი ტურისტის ჩამოსასვლელად საქართველოში.
ჩინელი ტურისტები მსოფლიოში ითვლებიან, როგორც ერთ-ერთი ყველაზე სასურველი ტურისტები. ევროპაში, ამერიკაში ყველგან. ჩვენ პირდაპირი ფრენებიც გვაქვს, მქონდა, ჩინეთის პრემიერთან ტურიზმზეც და ფრენებზეც საუბარი", - თქვა პრემიერმა.