ონში მისასვლელი გზა ჩაინგრა

11.09.23 14:39
ონში მისასვლელი გზა ჩაინგრა

ონში მისასვლელი გზა ჩანგრეულია. ინფორმაციას ერთ-ერთი მოქალაქე სოციალურ ქსელში ავრცელებს. საავტომობილო გზა იმდენად არის დაზიანებული, რომ მასზე არათუ ავტომობილით, არამედ ფეხით გადაადგილებაც კი შეუძლებელია.

ისევ ჩამოიშალა გზა ონიდან საჩხერისა და ქუთაისის მიმართულებით. სადაც მიმდინარეობს ხიდის სამუშაოები, გზა პარალიზებულია. მიმდინარეობს დადგენა, რა ხდება. დაკეტილია ამჯერად გზა", - ამბობს ნოდარ ბურდილაძე.

უცნობია, როდის აღდგება საავტომობილო მოძრაობა. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, გზის დაზიანება გამოიწვია იმ ქანების გადაადგილებამ, რომელზეც ის არის მოწყობილი. 

 

 

 

მსგავსი სიახლეები