გურიიდან 105 ოჯახის განსახლებაა საჭირო - ირაკლი ღარიბაშვილი
სტიქია გურიაში - პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, 105 ოჯახი განსახლებას ექვემდებარება. როგორც ღარიბაშვილი ამბობს, 110 მოქალაქე მუნიციპალიტეტების მიერ სასტუმროებშია განაწილებული.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, სტიქიის კერები ოზურგეთის 22 და ლანჩხუთის 15 ადმინისტრაციულ ერთეულში იყო. ამჟამად ოზურგეთისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებში 11 ადგილას წერტილოვნად შეზღუდულა საავტომობილო მოძრაობა.
დღეის მდგომარეობით ოზურგეთის და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მასშტაბით 11 ლოკაციაზე წერტილოვნად არის ავტომანქანით გადაადგილების შეზღუდვა. სტიქიის პირველივე დღიდან გურიის რეგიონში სამაშველო ღონისძიებაში 200 მაშველი იყო მობილიზებული და ჩართული. ჯამში უსაფრთხო ადგილზე გამოყვანილია 142 ადამიანი.
გეოლოგების მიერ 2 დღის განმავლობაში შემოწმებული იქნა 237 მოქალაქის საკარმიდამო ნაკვეთი და საცხოვრებელი სახლი, 31 ინფრასტრუქტურული ობიექტი და შეგუბების 9 უბანი. სტიქიის ზონიდან ამ ეტაპზე, განსახლებას დაექვემდებარა 105 ოჯახი. აქვე მინდა თხოვნით მივმართო ამ ოჯახებს, რომ აუცილებელია ჩვენი რეკომენდაციების გათვალისწინება. აუცილებელია მათი დროებით გადაყვანა უფრო უსაფრთხო ადგილას. ამიტომ, მივმართავ ოჯახებს, რომ მიჰყვნენ ადგილობრივი ხელისუფლების და შესაბამისი სამსახურების რეკომენდაციებს. ასევე გეტყვით, რომ მუნიციპალიტეტის მიერ სასტუმროებში განთავსებულია 110 მოქალაქე“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.