პროტესტი კანცელარიასთან - პოლიციამ აქციის მონაწილეების დაკავებები დაიწყო
ხმაური და დაპირისპირება მთავრობის ადმინისტრაციასთან - პოლიციამ იმ ახალგაზრდების დაკავება დაიწყო, რომლებიც პრემიერის გადადგომას მოითხოვენ და ღარიბაშვილის სამსახურთან აქციას მართავენ.
კადრებში რომელიც "პირველებმა" გადაიღო, ჩანს ახალგაზრდა, რომელსაც 5 პოლიციელი მიათრევს. იგორ ნარმანიას პოლიციის დაუმორჩილებლობას ედავებიან. ენმ-ს ახალგაზრდული ორგანოზაციის წარმომადგენელი, მთავრობის ადმინისტრაციის მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო წარწერის გაკეთებას აპირებდა.
ახალგაზრდები ირაკლი ღარიბაშვილს მოუწოდებენ, აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა და თანამდებობა დატოვოს. საქმე ეხება პრემიერი ამერიკულ ვოიაჟს, სადაც ღარიბაშვილი სამთავრობო თვითმფრინავით გაფრინდა.