"ეს არის პასუხი პრეზიდენტის იმპიჩმენტზე" - რას ამბობს პაპუაშვილი პრემიერის სკანდალურ ჩარტერზე
"ოცნების" სხვა ლიდერების მსგავსად, შალვა პაპუაშვილიც ამტკიცებს, რომ პრემიერის წინააღმეგ კამპანიაა აგორებული, რომელიც პრეზიდენტის იმპიჩმენტის თემის გადაფარვას ემსახურება. პარლამენტის თავმჯდომარე ირწმუნება, რომ ჩარტერულ რეისთან დაკავშირეით სკანდალური არაფერია, რადგან აღნიშნული ბორტთ კომერციული ფრენა არაერთგზის გახორციელებულა.
ეს არის პასუხი კონსტიტუციის უხეში დარღვევის გამო დაწყებული საიმპიჩმენტო პროცედურისა, რომელიც წამოიწყო საპარლამენტო ურამვლესობამ. ჩვენ ვხედავთ ეს ალიანსი რაც არის, სამწუხაროდ, დღესდღეისობით. ეს არის პასუხი იმისთვის, რომ გადაიტანონ თემა ამ საკითხზე და თითქოს საპირწონედ შექმნან საქართველოს კონსტიტუციის უხეში დარღევის... განაცხადეს გარკვეულმა პოლიტიკურმა ჯგუფებმა, რომ აპირებენ იმპიჩმენტის პროცესის წამოწყებას და წამოიწყონ, კი, ბატონო. შევხედავთ, ერთი, რა დასაბუთება ექნებათ მათ.
რაც შეხება ამ ბორტთან დაკავშირეით, განმარტებები იყო, რომ ს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ხდება ამ ბორტის გამოყენება კომერციული ფრენის მიზნით, აქედან გამომდინარე, არაფერი სიახლე ამაში არ არის, - ამბობს პაპუაშვილი.