პრემიერის დუმილი ჟურნალისტურ გამოძიებაზე - "ოცნება" ღარიბაშვილის დასაცავად დაირაზმა
სპეკულაცია და პრეზიდენტის იმპიჩმენტის გადაფარვა - პრემიერის სკანდალურ ჩარტერთან დაკავშირებით "ოცნებას" ერთი მესიჯბოქსი აქვს. სახელისუფლებო გუნდის წევრები ხელს ისევ ენმ-კენ იშვერენ და ამტკიცებენ, რომ ბიუჯეტის სახსრებს საკუთარი ინტერესებისთვის სწორედ რომ წინა ხელისუფლება იყენებდა.
მორჩით სპეკულაციებს თემაზე, რომლის მიზანია პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის გადაფარვა. საკმარისია ენმ-ს მხრიდან ასეთი პროვოკაციები. იმ პარტიის რუპორი ტელევიზია ბრძანებით, რომლის პრეზიდენტის შვილები, მეუღლეები, საყვარლები, მიხეილ სააკაშვილის და მასინდელი ხელისუფლების სხვა წევრების, როგორ იყენებდნენ საბიუჯეტო სახსრებს. მორჩით სპეკულაციებს თემაზე გადავფაროთ პრეზიდენტის იმპიჩმენტის საქართველოში. არ გამოგივათ!"- ამბობს დავით მათიკაშვილი.
პრემიერის ჩარტერული რეისით აშშ-ში გამგზავრებაში სკანდალურს ვერაფერს ხედავს ვერც ირაკლი ქადაგიშვილი. თანაგუნდელების მსგავსად ისიც ამტკიცებს, რომ ღარიბაშვილი ამერიკაში საკუთარი სახსრებით გაფრინდა.
შვებულების დროს ადამიანმა, მოქალაქემ, ამ შემთხვევაში, ის უკვე აღარ არის ხოლმე ,პირდაპირი გაგებით ვამბობ, პრემიერი, შვებულებაშია, თავისი თანხებით იმგზავრა თავის ოჯახთან ერთად. აქ თუ არის სისხლის სამართლის დანაშაული, არ ვიცი, ვირაცამ შესაბამისი მუხლები მოიტანოს. მიდის სპეკულაცია იმაზე, თითქოს ჩარტერული რეისი განსაკუთრებული რამ არის, - ამბობს ირაკლი ქადაგიშვილი.