მნიშვენლოვანია, ეს სეგმენტიც მოიზიდოს ქვეყანამ - პაპუაშვილი ჩინეთთან უვიზო მიმოსვლაზე

11.09.23 15:47
მნიშვენლოვანია, ეს სეგმენტიც მოიზიდოს ქვეყანამ - პაპუაშვილი ჩინეთთან უვიზო მიმოსვლაზე

"ქართული ოცნება" პრემიერის გადაწყვეტილებით კმაყოფილია. საქმე ეხება ირაკლი ღარიბაშილის განცხადებას, რომელმაც დღეს მთავრობის სხდომაზე თქვა, რომ ჩინეთთან უვიზო რეჟიმი უნდა გაუქმდეს. 

შალვა პაპუაშვილი ამტკიცებს, რომ ჩინეთთან უვიზო მიმოსვლა მნიშვნელოვანია, რადგან ეს ქვეყნის ეკონომიკას წაადგება. მისი თქმით, აღნიშნული თანამშრომლობა ევროკავშირში ინტეგრაციასაც შეუწყობს ხელს, რადგან ევროკავშირს ალიანსში მხოლოდ ეკონომიკურად ძლიერი ქვეყანა სჭირდება. 

ჩინეთიდან საზღვარგარეთ გამავალი ტურისტების რაოდენობა ძალიან დიდია და ამით, ზოგადად, პოპულარულია ტურიზმი ჩინეთში და მნიშვნელოვანია, რომ ეს სეგმენტიც მოიზიდოს საქართველომ. რაც შეეხება სხვა კონტექსტში ამის ჩასმა, არ მგონია, რომ რაიმენაირად რელევანტური იყოს. თუნდაც ევროპასთან ინტეგრაციის მხრივ, მნიშვნელოვანია ქართული ეკონომიკის სიძლიერე, ეკონომიკურად სუსტი ქვეყანა არავის სჭირდება ევროკავშირში, - ამბობს შალვა პაპუაშვილი.

მსგავსი სიახლეები