რუსეთის და ჩინეთის ეკონომიკებზე ჩამოკიდება, ქვეყნისთვის მძიმე შედეგის მომტანი იქნება - დეკანოიძე
ჩინეთთან სავიზო რეჟიმის გაუქმება - ოპოზიცია საფრთხეებზე საუბრობს. ოპოზიციონერი დეპუტატი ხატია დეკანოიძე მიიჩნევს, რომ ჩინეთსა და რუსეთზე ეკონომიკურად ჩამოკიდება ქვეყნისთვის საფრთხის შემცველი იქნება. მისი თქმით, მნიშვნელოვანია ურთერთობების დალაგება ჯერ აშშ-სა და ევროკავშირთან, რადგან სწორედ ისინი აქრიან საქართველოს უპირველესი პარტნიორები.
ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა, ეს არ არის საქართველოს არჩევანი. ჩვენი სტრატეგია არის ის, რომ ჯერ ჩვენი უპირველესი პარტნიორი იყვნენ აშშ და ევროკავშირი, რაც გულისხმობს იმას, რომ ჩვენ ეკონომიკურად, უსაფრთხოების თვალსაზრისით უნდა ვიყოთ ევროპული ცივილიზაციის ნაწილი. მე ვფიქრობ, რომ ასეთი მძიმე დაწოლა და ჩამოკიდება რუსეთის და ჩინეთის ეკონომიკებზე, არის ძალიან მძიმე, მათ შორის, პოლიტიკურად და ეკონომიკურად, - ამბობს ხატია დეკანოიძე.
პრემიერმა დღეს ჩინეთთან უვიზო რეჟიმის დაწესება დააანონსა.