არ გამოვა ეს იმპიჩმენტი? - ელისაშვილი "ლელოს" ინიციატივას არასერიოზულს უწოდებს
„ლელოს“ ინიციატივას პრემიერ-მინისტრის იმპიჩმენტის თაობაზე არასერიოზულს უწოდებს ალეკო ელისაშვილი - "მოქალაქეების" ლიდერის განცხადებით, ეს წაგებული თამაშია.
ელისაშვილი დარწმუნებულია, რომ იმპიჩმენტი არ გამოვა. მისი თქმით, უკეთესი იქნება, ღარიბაშვილი პარლამენტში მოიწვიონ და ჩარტერის თაობაზე კითხვები დაუსვან.
„როცა იცი, რომ საკმარისი ხმები არ გვაქვს, ამ პროცესის დაწყებას უბრალოდ რა აზრი აქვს? როცა ძლივს 50 ხმა გვაქვს ოპოზიციაში და ამ საქმეს 76 ხმა სჭირდება, „ქართული ოცნების“ დეპუტატების იმედზე ვართ, რომ საკუთარი პრემიერის წინააღმდეგ ხმას მისცემენ, თუ რას ემსახურება ეს არასერიოზული რამ, ვერ ვხვდები.
სწორი იქნება დავიბაროთ ღარიბაშვილი პარლამენტში და ის კითხვები დავუსვათ, რაც ხალხს აქვს, თუ რანაირად მოხდა ეს პენსილვანიაში გასეირნება. კი ბატონო, დავუჭერ მხარს იმპიჩმენტს, მაგრამ რომ არ გამოვა ეს იმპიჩმენტი? წინასწარ წაგებულ თამაშში რატომ შევდივართ, ამას ვერ ვხვდები,“ - განაცხადა ელისაშვილმა.