შესაძლოა, არჩევნებმა ისე ჩაიაროს, რომ ღარიბაშვილმა დეკლარაცია ვერ შეავსოს, ამიტომ ვერ მოვიცდით - ფიქრია ჩიხრაძე

11.09.23 16:11
შესაძლოა, არჩევნებმა ისე ჩაიაროს, რომ ღარიბაშვილმა დეკლარაცია ვერ შეავსოს, ამიტომ ვერ მოვიცდით - ფიქრია ჩიხრაძე

„შესაძლოა, არჩევნებმა ისე ჩაიაროს, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა დეკლარაცია ვერ შეავსოს და ჩვენ არ უნდა ვიცოდეთ, რა მოვლენასთან გვაქვს საქმე? - ამიტომ ჩვენ ვერ მოვიცდით,“ - ეს განცხადება „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ფიქრია ჩიხრაძემ გააკეთა.

ფიქრია ჩიხრაძის თქმით, პრემიერის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურა პარლამენტში აუცილებლად უნდა დაიწყოს და ამისთვის „ლელო“ დღეიდან აქტიურ კონსულტაციებს იწყებს.

ბევრნაირ ვერსიას მოისმენთ საზოგადოებაში, რომ ირაკლი ღარიბაშვილის შეცვლის დრო დადგა, იმიტომ, რომ კრიზისია და ვიღაც უნდა შესწირონ ამ კრიზისს და შეიძლება, რაღაც ამდაგვართან გვქონდეს საქმე, არის ასეთი მოსაზრებები, მაგრამ როგორიც არ უნდა იყოს ქვეტექსტი ამ ყველაფრისა, დანაშაული არის სახეზე, დანაშაული მდგომარეობს იმაში, რომ უმაღლესი თანამდებობის პირი, პრემიერ-მინისტრი თავის თანამდებობას და გავლენას იყენებს ბოროტად, რომ ადგილი აქვს ძალიან სერიოზულ კორუფციას, იმიტომ, რომ ის ხარჯი, თუნდაც ეს კომერციული იყოს, ვერ დასაბუთდება იმ შემოსავლებით, რომელიც გააჩნია ღარიბაშვილს და თუ რამე სხვა აქვს ის დეკლარირებული უნდა იყოს და ამ დეკლარირებულ თანხებს ჩვენ ვერ ვხედავთ. რასაც გვეუბნებიან მათი წარმომდგენლები, წარმოდგენა არ აქვთ სახელმწიფოს დემოკრატიულ მოწყობაზე, გვეუბნებიან, რომ არის რაღაც სკანდალური ამბავი და დაველოდოთ თურმე წელიწად ნახევრის შემდეგ, როდის შეავსებს ირაკლი ღარიბაშვილი მორიგ დეკლარაციას, როგორ გადაანაწილებს სიდედრზე, სიმამრზე თუ ოჯახის წევრებზე ვითომ საჩუქრებად ამ ძალიან დიდ თანხებს და ამის შესახებ საზოგადოებამ ამ ხნის განმავლობაში თურმე არაფერი უნდა იცოდეს,“ - ამბობს ჩიხრაძე.

მსგავსი სიახლეები